VITA
VITA
VITA
VITA

VITA

VITA

საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის ლიდერი VITA საქართველოს წყლის ტრანსპორტის ინდუსტრიის უპირობო ლიდერია.

 

კომპანია 2013 წელს დაარსდა და თავდაპირველად მცირეწყლოვანი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებით იყო დაკავებული. ხარისხზე ორიენტირებულმა მიდგომამ განაპირობა ჩვენი წარმატება და 2016 წლის 15 მარტს VITA გახდა ინდუსტრიის გიგანტის, Mercury, Quicksilver და Navani-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

 

დღეს ჩვენ წარმოვადგენთ Brunswick Corporation-ს და ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ Mercury-ს, Mariner-ისა და MerCruiser-ის ძრავებს, ასევე Quicksilver-ისა და NAVAN-ის უმაღლესი კლასის კატერებს.

 

ჩვენი სათაო ოფისი და სერვის ცენტრი მდებარეობს ბათუმში. ჩვენი ტექნიკური ბაზა სრულად შეესაბამება Mercury-ს საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია ლიცენზირებული დანადგარებით, ხოლო გუნდი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული სპეციალისტებით. ჩვენს სანდოობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენი პორტფოლიოს 90%-ს სახელმწიფო სტრუქტურები შეადგენენ, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საზღვაო აკადემია.

 

VITA გთავაზობთ მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას, ოფიციალურ გარანტიასა და მომსახურების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს წამყვან საზღვაო ქვეყნებშია დამკვიდრებული.